
ქუთაისის №4 საჯარო სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ულამაზესი და ემოციებით სავსე ღონისძიება გაიმართა.
„როცა მასწავლებლები სახელმძღვანელოებს გვერდზე გადადებენ და სცენას დაიკავებენ, მაშინ იწყება ნამდვილი სანახაობა!“,- აღნიშნავენ სკოლაში ღონისძიების შესახებ გვიყვებიან.
„სამი გუნდი, სამი შემოქმედებითი სამყარო, სიმღერა, იუმორი, მახვილგონიერება და ისეთი პაექრობა, სადაც პასუხებსაც ფრთები აქვს, ხუმრობებსაც - მახვილი და ღიმილს ბოლო არ უჩანს!
ვინ იმღერებს უკეთ? ვინ გააოცებს დარბაზს გონებამახვილობით? ვის აღმოაჩნდება იუმორის ყველაზე მჭრელი იარაღი? ამ დღეს ყველაზე ხმამაღლა გაიჟღერა მასწავლებლის პროფესიის სიყვარულმა, მეგობრობამ და იმ საოცარმა ენერგიამ, რომელიც, მხოლოდ მასწავლებლებს შეუძლიათ, ასე გულუხვად გააზიარონ!“,- გვეუბნებიან სკოლაში და დასძენენ, რომ შეხვედრამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მასწავლებლის განსაკუთრებულ როლსა და მნიშვნელობას მომავალი თაობის აღზრდასა და განათლებაში.
ღონისძიების იდეის ავტორი და წამყვანი ქუთაისის №4 საჯარო სკოლის დირექტორი მაკა გუბელაძე იყო, რომლის შემოქმედებითმა მიდგომამ და ენერგიამ საზეიმო განწყობა შექმნა.
მასწავლებლებმა თავიანთი ნიჭი, იუმორი, გონებამახვილობა და გუნდური სულისკვეთება წარმოაჩინეს, რამაც ღონისძიება კიდევ უფრო მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი გახადა. დასასრულს ყველა მონაწილეს თემატური საჩუქარი გადაეცა, რაც მათთვის სასიამოვნო სიურპრიზად იქცა.
ეს დღე თითოეული პედაგოგისათვის სითბოთი, სიყვარულითა და დაუვიწყარი ემოციებით სავსე დღესასწაულად იქცა.
იხილეთ ფოტოები: