გოგოების სასკოლო ფორმაში ცვლილებაა - გაყიდვა 2 ნოემრიდან იწყება, იხილეთ სარეალიზაციო პუნქტების ჩამონათვალი
26-10-2026
სასკოლო ფორმის შეძენა 2 ნოემრიდან დაიწყება - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საგანმანათლებლო რესურსები ავრცელებს. მათივე თქმით, მშობლებს  ფორმის შეძენა 83 სარეალიზაციო პუნქტიდან შეეძლებათ, ხოლო ფასი კვლავ იგივე იქნება. 
 
აღსანიშნავია, რომ პირველკლასელთა ფორმისგან განსხვავებით ამჯერად გოგონების სასკოლო ფორმის ნაკრებში მხოლოდ მულხამდე ქვედაბოლო და შარვალი შედის, არჩევანში აღარ არის გრძელი ქვედაკაბა. თუ პირველკლასელი გოგონებისთვის მხოლოდ მუხლამდე, ან მუხლს ქვემოთ ქვედაკაბის ყიდვა შეეეძლო მშობელს, ახლა შეუძლია, როგორც მუხლამდე ქვედაკაბა, ისე შარვალი შეიძინოს. რაც შეეხება ფასს, ბიჭისა და გოგოს პიჯაკი კვლავ 45 ლარი იქნება, ხოლო გოგოს შარვალი და კაბა, ისევე როგორც ბიჭის შარვალი 25 ლარი ეღირება.
 
„დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის შეძენა, დადგენილი გრაფიკის მიხედვით, 2 ნოემბრიდან იქნება შესაძლებელი, როგორც რეალიზაციის პუნქტებში, ასევე ონლაინ ელექტრონუ„ლი პლატფორმის მეშვეობით – formebi.emis.ge
 
მთელი ქვეყნის მასშტაბით 83 რეალიზაციის პუნქტი იფუნქციონირებს ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.
 
იხ. სასკოლო ფორმების რეალიზაციის პუნქტების მისამართების სრული ჩამონათვალი: formebi.emis.ge/locations“, - აღნიშნულია საგანმანათლებლო რესურსების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203