იანეულის საჯარო სკოლის მასწავლებელმა ირაკლი პაპავამ, მოსწავლეთა მონაწილეობით, კრებული „სიცოცხლის ზღვარზე“ გამოსცა
26-10-2026

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლის პედაგოგმა ირაკლი პაპავამ კრებული „სიცოცხლის ზღვარზე“ გამოსცა, რომელიც სამართლისა და უფლებების რეალიზაციის საკითხებს ეხება.

პროექტი 2025-2026 სასწავლო წელს მოსწავლეთა ჩართულობით განხორციელდა. კრებულის მომზადებაში მონაწილეობდნენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლის, ნიკო მარის სახელობის ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეები.

გამოცემა განკუთვნილია მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებისთვის, მშობლებისა და იმ მკითხველებისთვის, რომლებიც ადამიანის უფლებების, სამართლისა და ეთიკის საკითხებით არიან დაინტერესებული.

„მასწავლებლის დღეს გილოცავთ ირაკლი მასწავლებელო.მასწავლებელი, რომელიც მოსწავლის ყოველდღიურ განვითარებაზე ზრუნავს, მისი საგაკვეთილო პროცესი საინტერესო და დამაჯერებელია.

კრებული „სიცოცხლის ზღვარზე“, რომელიც მასწავლებელ ირაკლი პაპავას მიერ არის გამოცემული, ეხება სამართლისა და უფლებების რეალიზაციას და მოსწავლეთა ჩართულობით, 2025 - 2026 სასწავლო წელს განხორციელდა. მონაწილეობდნენ: ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლის, ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეები. კრებული განკუთვნილია მოსწავლეების, მასწავლებლების, მშობლების და ადამიანის უფლებების სამართლისა და ეთიკის საკითხებით დაინტერესებული მკითხველისთვის“,- გვეუბნებიან სკოლაში და მასწავლებელს წარმატებებს უსურვებენ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203