ვინ არიან სქემის 31-ე მუხლს დაქვემდებარებული მასწავლებლები, ვისაც ზამთარში 3 საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება მიეცა
27-10-2026

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა მასწავლებელთა საგნის გამოცდების ახალი წესი, რომელმაც ზამთარში დაგეგმილ ტესტირებაზე პედაგოგთა დაშვების განსხვავებული კრიტერიუმები დაადგინა. eSchool-ის 2026 წლის 10 ოქტომბრის მონაცემებით, მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის 31-ე მუხლის საფუძველზე დასაქმებული პედაგოგები წარმოადგენენ იმ მოქმედ მასწავლებელთა სპეციფიკურ ჯგუფს, რომლებსაც მიეცათ განსაკუთრებული უფლება, რეგისტრაციისას აირჩიონ და ჩააბარონ არაუმეტეს სამი საგანი.

ვინ არიან მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის 31-ე მუხლს დაქვემდებარებული პედაგოგები? - აღნიშნული მუხლი არეგულირებს STEM მიმართულების - მათემატიკის, ფიზიკის (საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ჯგუფიდან) ან ტექნოლოგიების (ისტ) საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნების მასწავლებელთა საქმიანობას.

ინფორმაციისთვის ვინაიდან ეს საგნები ხშირად დეფიციტურია, აღნიშნული მუხლი აკანონებს ურთიერთჩანაცვლებადობის პრინციპს:

მათემატიკის მასწავლებელს ეძლევა უფლება, იმავე ან სხვა საფეხურზე ასწავლოს ტექნოლოგიები და/ან ფიზიკა.

ტექნოლოგიების მასწავლებელს შეუძლია შეთავსებით ასწავლოს მათემატიკა და/ან ფიზიკა.

ფიზიკის მასწავლებელს ეძლევა უფლება, ასწავლოს მათემატიკა და/ან ტექნოლოგიები.

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203