ლიტერატურის გამოცდაზე 96%-მდე აბიტურიენტი გამოცხადდა
19-07-2018
დღეს აბიტურიენტები ლიტერატურის გამოცდას აბარებენ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დარეგისტრირებული აპლიკანტებიდან გამოცდაზე გამოცხადდა 96%-მდე აბიტურიენტი.
მათივე ცნობით, ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოს მასშტაბით გახსნილ 22 საგამოცდო ცენტრში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ცენტრებთან მობილიზებულია საპატრულო, სასწრაფო და სახანძრო მანქანები.
შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს დაიწყო და 26 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. გამოცდებისთვის 39 ათასამდე აბიტურიენტია რეგისტრირებული.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს