„რას გვჩუქნის ხე?“ - თბილისის N28 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული შემოქმედებითი აქტივობა
26-10-2026

თბილისის N28 საჯარო სკოლის პედაგოგები ბავშვებს ბუნების სიყვარულსა და გარემოს მოფრთხილებას ასწავლიან და მათი ეკოპასუხისმგებლბის ამაღლებაზე ზრუნავენ. 

ხის დარგვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 23 ოქტომბერს, პედაგოგმა ლიანა ქსოვრელმა, მე-5 კლასთან ერთად სკოლის ეზოში ჩაატარა სახალისო აქტივობა თემაზე - „გაესაუბრე ხეებს".

მოსწავლეებმა მოიფიქრეს კითხვები და მხატვრულ ხერხს მიმართეს - თითოეულმა მათგანმა ამორჩეულ ხეს „კითხვა დაუსვა“, შემდეგ ხის სახელით თავად სცადეს  პასუხის გაცემა, ამ გზით კი უკეთ გაიაზრეს ხეების მნიშვენლობა ჩვენს ეკოსისტემაში. 

აქტივობა - „რას გვჩუქნის ხე?“, სახალისო და მრავლისმომცემი აღმოჩნდა, რადგან მოსწავლეებმა ისაუბრეს საკითხებზე, თუ რატომ არის ხე მნიშვნელოვანი ადამიანისთვის.

მეტად საინტერესო აღმოჩდა შემოქმედებითი დავალება, მოსწავლეებს დაევალათ დაეწერათ რამდენიმე თემატური წინადადება და გაეცნოთ ერთმანეთისთვის. 

ბოლოს კი მოსწავლეებმა მასწავლებლისგან მიიღეს რჩევა - მოიფიქრონ ერთი კონკრეტული საქმე, რომლითაც კლასი ბუნებას დაეხმარება.

აქტივობას პედაგოგი ლიანა ქსოვრელი ხელმძღვანელობდა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203