
თბილისის N161 საჯარო სკოლა გამორჩეულ ფეხბურთელს - გიორგი ნემსაძეს ემშვიდობება.
ცნობილი ფეხბურთელი შაბათს დაკრძალეს.
სკოლაში უსამძიმრებენ ფეხბურთელის ოჯახსა და მთელ საქართველოს და დიდ მწუხარებას გამოთქვამენ ასეთი სახელოვანი და ღირსეული პიროვნების გარდაცვალების გამო.
„ჩვენი სკოლა ემშვიდობება ქართული ფეხბურთის გამორჩეულ წარმომადგენელს, გიორგი ნემსაძეს, რომელიც დიდი დანაკლისი იქნება არამხოლოდ საფეხბურთო სამყაროსთვის, არამედ, ყველასთვის.
როცა ადამიანი გამოირჩევა ღირსებით, თავმდაბლობითა და სხვა პიროვნული თვისებებით, მას თავის საქმეშიც გამოარჩევს ხოლმე ღმერთი. მადლობა კაპიტანო“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ სამძიმრის წერილში.
იხილეთ ფოტოები: