
თბილისის N128 საჯარო სკოლის მოსწავლეები STEAM კლუბის ფარგლებში მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიის, ხელოვნებისა და მათემატიკის მიმართულებებს, იმუშავებენ პრაქტიკულ პროექტებზე, ჩაატარებენ ექსპერიმენტებს, შექმნიან სხვადასხვა პროდუქტს და მიღებულ ცოდნას რეალურ პრობლემებზე მუშაობისას გამოიყენებენ.
სკოლაში VII-IX კლასების მოსწავლეებისთვის STEAM კლუბი გაიხსნა.
STEAM კლუბში მოსწავლეები შეძლებენ ახალი ცოდნის მიღებას, საინტერესო პროექტების შექმნასა და ტექნოლოგიების პრაქტიკულად გამოყენებას.
კლუბს უძღვება სკოლის ფიზიკის პედაგოგი, მენტორი მასწავლებელი, საინჟინრო ფიზიკის აკადემიური დოქტორი, ქეთევან სადრაძე.
STEAM კლუბის პირველი შეხვედრა 13 ოქტომბერს კომპიუტერულ კაბინეტში გაიმართა.
კლუბში მეცადინეობა თბილისის N128 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის უფასოა.