
თბილისის N64 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. პედაგოგები მოსწავლეებს წიგნის სიყვარულს ასწავლიან და ამ გზით მათი თვალსაწიერის გაფართოებაზე ზრუნავენ. მოსწავლეებიც ერუდიციით გამოირჩევიან.
მოსწავლეები ჩართულნი არიან საგანმანათლებლო-შემეცნებით, ლიტერატურულ სატელევიზიო პროექტში - „წიგნების თარო“.
პროექტში მონაწილეობენ: დეა ცისკარიშვილი, დავით გოგალაძე და გიორგი გიორგაძე.
სკოლაში მოსწავლეებს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ და წარმატებას უსურვებენ.
„ეს საოცარი, ერუდირებული ბავშვები არც მეტი, არც ნაკლები ჩვენი მოსწავლეები არიან. უამრავი წარმატებული დღე ვუსურვოთ მათ“,- აღნიშნავენ სკოლაში და გვიზიარებენ გადაცემის მომზადებისას ჩაწერილ ვიდეოკადრებს.
იხილეთ ვიდეო: