თბილისის N46 სკოლის მასწავლებელი ლილი რუხაძე მრავალწლიანი, წარმატებული პედაგოგიური მოღვაწეობისთვის დაჯილდოვდა
27-10-2026

ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქალაქ თბილისის N46 საჯარო სკოლის მასწავლებლის - ლილი რუხაძის პედაგოგიური ღვაწლი საზეიმოდ აღინიშნა. 

პედაგოგს თაობების აღზრდა-განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელი გადაეცა.

მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, განსაკუთრებული ღვაწლის მქონე პედაგოგთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.

თბილისის N46 საჯარო სკოლის ძვირფასი და საყვარელი პედაგოგი ლილი რუხაძე დაჯილდოვდა განათლების სისტემაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და მრავალწლიანი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის.

სკოლაში ახარებთ პედაგოგის შრომის დაფასება, ლილი რუხაძეს დამსახურებული ჯილდოს მიღებას უსურვებენ და კიდევ მრავალი თაობის აღზრდას უსურვებენ. 

„ყველანი ერთად ვულოცავთ ლილი მასწავლებელს ამ დამსახურებულ ჯილდოს!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203