აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის თბილისის N42 სკოლის მოსწავლეები ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში გამარჯვებისთვის მინისტრმა დააჯილდოვა
27-10-2026

აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N42 საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას აძლევს, რაც მოსწავლეთა მიღწევებზე აისახება. 

აღსანიშნავია, ეკატერინე მიდელაურის, გია კვაშილავასა და ალექსანდრე კობზევის ბრწყინვალე წარმატება ​ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში. 

ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეები განათლების მინისტრმა დააჯილდოვა.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულ მოსწავლეებს წარმატების დამადასტურებელი დიპლომები გადასცა. 

მათ შორის იყვნენ თბილისის N42 საჯარო სკოლის მოსწავლეები - ეკატერინე მიდელაური, გია კვაშილავა და ალექსანდრე კობზევი. ისინი ფულადი ვაუჩერებით და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

სკოლაში ხარობენ მოსწავლეთა წარმატებით და მათ ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ. 

„ვულოცავთ, მოსწავლეებს ამ წარმატებას და ვუსურვებთ შემდგომ გამარჯვებებს!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203