აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N42 საჯარო სკოლის მასწავლებლის - სალომე პატარაშვილის პედაგოგიური ღვაწლი საზეიმოდ აღინიშნა.
პედაგოგს თაობების აღზრდა-განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელი გადაეცა.
მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში მთაწმინდის რაიონის გამგეობისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, მთაწმინდის რაიონის საჯარო სკოლების განსაკუთრებული ღვაწლის მქონე პედაგოგთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაში მთაწმინდის რაიონის 18 საჯარო სკოლის 18-მა პედაგოგი მონაწილეობდა. დაჯილდოების მიზანი მათი მრავალწლიანი და ნაყოფიერი პედაგოგიური საქმიანობის, პროფესიული დამსახურებისა და განათლების სფეროში შეტანილი წვლილის აღიარება და დაფასებაა.
განსაკუთრებული პროფესიული ღვაწლისთვის დაჯილდოებულ პედაგოგებს შორის გახლდათ აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N42 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი სალომე პატარაშვილი.
სკოლაში ახარებთ პედაგოგის ღვაწლის დაფასება და დამსახურებული ჯილდოს მიღებასა და კიდევ მრავალი ღირსეული და განათლებული თაობის აღზრდას უსურვებენ.
„ვულოცავთ, სალომე მასწავლებელს ამ დამსახურებულ აღიარებას, ვუსურვებთ დღეგრძელობას და კიდევ მრავალი სასახელო თაობის აღზრდას“,- აღნიშნავენ სკოლაში.