თბილისის N37 სკოლის მასწავლებელი მარინა ავაქოვა პედაგოგიური ღვაწლისთვის დაჯილდოვდა
27-10-2026

თბილისის N37 საჯარო სკოლის პედაგოგ მარინა ავაქოვას პედაგოგიური ღვაწლი საზეიმოდ აღინიშნა. 

მასწავლებელს თაობების აღზრდა-განათლებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელი გადაეცა. 

6 ოქტომბერს, ილიას ბაღში გაიმართა ჩუღურეთის რაიონის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ მასწავლებელთა დაჯილდოების ცერემონია.

სწორედ ამ ღონისძიებაზე საპატიო ჯილდო გადაეცა თბილისის N37 საჯარო სკოლის რუსული ენის მასწავლებელს - მარინა ავაქოვას.

სკოლაში ახარებთ მასწავლებლის დაფასება და კიდევ მრავალი ღირსეული და წარმატებული თაობის აღზრდას უსურვებენ. 

„ქალბატონო მარინა, მადლობას მოგახსენებთ მუხლჩაუხრელი შრომისთვის, სიყვარულისთვის, რომელიც თქვენი მოსწავლეების აღზრდისას გაიღეთ, შთამაგონებელი გაკვეთილებისა და საქმისადმი გამოვლენილი მაღალი პასუხსიმგებლობისათვის!

აქვე, მადლობას მოვახსენებთ დაჯილდოების ცერემონიის ორგანიზატორს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობას, მასწავლებელთა მხარდაჭერისა და შრომის დაფასებისათვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203