ბოხვაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „იავნანამ რა ჰქმნა?!“ დადგეს
26-10-2026

გია გოგუაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურის საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა მეთოდებს მიმართავენ და მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ზრუნავენ. 

ახლახან, მოსწავლეებმა პედაგოგების - ელისაბედ გოგიბერიძისა და ნათია ყურაშვილის ხელმძღვანელობით იაკობ გოგებაშვილის - „იავნანამ რა ჰქმნა?!“ სპექტაკლად აქციეს. 

მოსწავლეებმა მოთხრობის გმირები გააცოცხლეს და ნასწავლი სცენაზე გაითამაშეს. 

მოსწავლეები დაკისრებულ მოვალეობას შემოქმედებითად მიუდგნენ და როლები ოსტატურად მოირგეს.

ბავშვებმა დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება და მხურვალე აპლოდისმენტები დაიმსახურეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203