
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოს საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი შემეცნებითი თავგადასავალია.
პედაგოგები მოსწავლეებს სასკოლო დღეებს ულამაზებენ და უმრავალფეროვნებენ და არაერთ საინტერესო და სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო აქტივობებს სთავაზობენ.
სასკოლო ცხოვრების კიდევ ერთი სასიამოვნო და ემოციებით დატვირთული დღე, მშობელთა ჩართულობით, წარიმართა.
მოსწავლეები დააკვირდნენ ბუნებაში მიმდინარე სეზონურ ცვლილებებს. ისაუბრეს და შთაბეჭდილებები ასახეს თავიანთ ნამუშევრებში, გაიხსენეს ბუნებაში ქცევის წესები და გამოიმუშავეს გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები.
მოსწავლეებმა დროს სასიამოვნოდ და ამასთან შემეცნებითად გაატარეს.
იხილეთ ვიდეო: