
ქუთაისის N13 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ.
სანამ სკოლის ეზოში პირველ ნერგს დარგავენ, პირველკლასელებმა 22 ოქტომბერს, ხის დარგვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს და საკლასო ოთახი გაალამაზეს.
ბუნების ქომაგებმა აღნიშნეს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია გარემოს მოფრთხილება, პედაგოგმა კი პატარებს შეახსენა, რომ თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია ჩვენი წვლილი შევიტანოთ უკეთესი გარემოს შექმნაში.
იხილეთ ვიდეო