ორღულის საჯარო სკოლის კლუბმა „წიგნიერები“ წარმატებით განაახლა მუშაობა
26-10-2026

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

სწორედ წიგნისა და კითხვის შეყვარებას ემსახურება კლუბი „წიგნიერები“. 

კლუბმა წელსაც წარმატებით განაახლა მუშაობა. კლუბს ახალი წევრები ჰყავს, პატარა მეექვსეკლასელები. ისინი ამ შეხვედრაზე გაეცნენ ბიბლიოთეკაში წიგნის მოძიების გზებს (თარო, კატალოგი), ამაში მათ სკოლის ბიბლიოთეკარი ირინე მიქაცაძე დაეხმარა.

მოსწავლეებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავალი ელით წიგნიერების ჯადოსნურ სამყაროში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203