
27 ოქტომბერს საქართველოში მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნება, რომელსაც წმიდა ნინოს სახელობის ქალაქ ქუთაისის N3 საჯარო სკოლა, ტრადიციულად, განსაკუთრებულად ხვდება.
სკოლაში ამ ღირსშესანიშნავ თარიღთან დაკავშირიებით ლამაზი ვიდეორგოლი მომზადდა, რომელიც ნათლად გადმოსცემს იმ ჯანსაღ, ურთიერთპატივისცემასა და სითბოსა და სიყვარულზე დაფუძნებულ გარემოს, რაც სკოლაშია შექმნილი.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში მასწავლებლის ეროვნული დღე 2023 წლიდან აღინიშნება. თარიღი, ქართველი პედაგოგის, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტისა და საბავშვო მწერლის - იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს უკავშირდება.
იხილეთ ვიდეო: