
წმიდა ნინოს სახელობის ქალაქ ქუთაისის N3 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი სიახლეა.
სკოლა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის გამოცხადებულ eTwinning-ის პროგრამის კონკურსში, საქართველოს 15 საუკეთესო სკოლას შორის შეირჩა.
პროექტი ხორციელდება ქვეპროგრამასთან - „STEAM სკოლაში“ თანამშრომლობით და ითვალისწინებს:
• პედაგოგების ტრენინგებსა და პრაქტიკულ შეხვედრებს ცენტრის ბაზაზე;
• STEAM ნაკრების (STEAM Kit) გადაცემას პრაქტიკული და ინოვაციური გაკვეთილებისთვის;
• გამოცდილების გაზიარებას საერთაშორისო დონეზე.
„მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ ქვეპროგრამა „STEAM სკოლაში“ მიზნად ისახავს სკოლებში საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ტექნოლოგიების, ინჟინერიის, ხელოვნებისა და მათემატიკის (STEAM) მიმართულებების განვითარებასა და ინტეგრაციას.