
რომან ზოიძის სახელობის მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საანბანო პერიოდი საზეიმოდ დაიწყეს.
ანბანის ჯადოსნურ სამყაროში მეგზურობას მოსწავლეებს პედაგოგი ნატო ფუტკარაძე უწევს, რომელიც მოსწავლეთა მოტივაციაზე აქტიურად ზრუნავს და მათ მრავალფეროვან, სახალისო აქტივობებს სთავაზობ.
მასწავლებელმა პატარებს ანბანის სწავლის დაწყება დღესასწაულად უქცია. პატარებმა პირველი ასო-ბგერები ხალისით შეისწავლეს და პედაგოგი სიამაყით აღავსეს. წინ კი პატარებს კიდევ უფრო საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავალი ელით.
იხილეთ ფოტოები: