განძის N2 სკოლის მასწავლებელი გაბრიელ ღაზარიანი თაობების აღზრდა-განათლებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა 
26-10-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლის მასწავლებლის - გაბრიელ ღაზარიანის პედაგოგიური ღვაწლი საზეიმოდ აღინიშნა.

ღვაწლმოსილ პედაგოგთა დაჯილდოების ცერემონიალზე გაბრიელ ღაზარიანს თაობების აღზრდა-განათლებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელი გადაეცა. 

სკოლაში ახარებთ პედაგოგის შრომის დაფასება და დამსახურებული ჯილდოს მიღებას ულოცავენ. 

„განძის №2 საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი, გაბრიელ ღაზარიანი, რაიონის საუკეთესო მასწავლებლებს შორის დაჯილდოვდა! 

გულწრფელად ვულოცავთ ჩვენს საყვარელ მასწავლებელს ამ ულამაზეს მიღწევას! ვუსურვებთ ახალ-ახალ წარმატებებს, ძალასა და ენერგიას მის ასეთ მნიშვნელოვან საქმიანობაში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203