
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სწორ ღირებულებებზე ზრდიან და მათი მოქალაქობრივი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ზრუნავენ.
ახლახან, მე-9 კლასში, სამოქალაქო განათლების სწავლების ფარგლებში, საქველმოქმედო ბაზრობა ჩატარდა.
მოსწავლეებმა თავიანთი გამოცხობილი ცომეული სასკოლო საზოგადოებაში სიმბოლურ ფასად გაყიდეს.
მათი მიზანი იყო შეგროვებული თანხით სკოლისთვის შეეძინათ საჭირო სასკოლო ნივთები.
ღონისძიების ორგანიზატორი იყო სამოქალაქო განათლების პედაგოგი არევიკ სირაკანიანი.
იხილეთ ფოტოები: