
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლის ეზოში პირველკლასელმაგარემოსდაცვითი პროგრამის - „ჩემი პირველი ნერგი" , ფარგლებში, ნერგი დარგო.
„ჩემი პირველი ნერგი“ არის საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული ყოველწლიური გარემოსდაცვითი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის მასშტაბით 41 000-ზე მეტი პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავს.
პროგრამა ოფიციალურად 22 ოქტომბერს დაიწყო და ერთი თვე გაგრძელდება.
ღების საჯარო სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ, ახარებთ ეკოინიციატივა.
„ახალი სიცოცხლე და პირველი ნაბიჯები! დღეს, ჩვენს სკოლაში განსაკუთრებული და ძალზედ ემოციური დღე იყო - პროექტის „ჩემი პირველი ნერგი“ ფარგლებში, პირველკლასელმა თავის ხელით ჩარგო პირველი მწვანე სიცოცხლე.
ეს პატარა ნერგი მხოლოდ მცენარე არ არის; ეს არის პასუხისმგებლობა, ზრუნვა და სიყვარული, რომელიც ჩვენს პატარასთან ერთად გაიზრდება და იფურჩქნება.
ვუსურვებთ მას, რომ მისი პირველი ნერგივით ლამაზი, მწვანე და ნაყოფიერი იყოს სკოლაში გატარებული თითოეული წელი!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: