შსს-მ სკოლაში მოსწავლეებზე ძალადობის მომზადების ბრალდებით 14 წლის ორი მოზარდი დააკავა
24-10-2026

თბილისში, სკოლაში არასრულწლოვანებზე ძალადობის მომზადების ბრალდებით 14 წლის ორი მოზარდი დააკავეს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მომზადების ბრალდებით, ორი არასრულწლოვანი დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 18-225-ე მუხლით მიმდინარეობს”, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ონლაინგამოცემა „სანდრო წყაროს” გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები - სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს ვიდეოზარით, „ტელეგრამისა“ და „ტიკ-ტოკის“ არხების მეშვეობით ეკონტაქტებოდნენ.

ერთ-ერთი დაკავებულის მამამ „სანდო წყაროს“ განუცხადა, რომ ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღი, ტყვიები, წიწაკის სპრეი, ხელთათმანები, ჩაფხუტი და დანა ამოიღეს. მისივე თქმით, მოზარდები ერთმანეთში 2011 წელს ოსლოში მომხდარ ტერორისტულ აქტზე საუბრობდნენ და ასევე განიხილავდნენ რეალურ მოვლენებზე გადაღებულ მხატვრულ ფილმებს, რომლებშიც ძალადობრივი ქმედებები იყო ასახული.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203