27 ქალაქში გახსნილ 42 საგამოცდო ცენტრში ტესტირება მიმდინარეობს - 24 ოქტომბერს გამოცდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში ტარდება
24-10-2026

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა ტესტირება დაიწყო.

ტესტირება 24 ოქტომბერს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, ხოლო 25 ოქტომბერს - წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში ტარდება. 

პროფესიული ტესტირება 27 ქალაქში გახსნილ 42 საგამოცდო ცენტრში მიმდინარეობს.

წელს ტესტირებაზე 12 600-მდე მსურველი დარეგისტრირდა. ზოგიერთი მათგანი ერთზე მეტ გამოცდას აბარებს.

თითოეული ტესტის მაქსიმალური ქულაა 30. გამოსაცდელს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება მაქსიმალური ქულის 15%-ის დაგროვების შემთხვევაში. ტესტირების ხანგრძლივობაა 1 საათი და 30 წუთი.

NAEC-ის გავრცელებული ინფორმაციით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ მემანიშვილი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა ტესტირების მიმდინარეობას თბილისში, კოლეჯებში - „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიასა“ და „სქილვილში“, ასევე, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუ-ში გახსნილ საგამოცდო ცენტრში გაეცნო. 

ტესტირების პროცესს თამარ მემანიშვილთან ერთად აკვირდებოდნენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილეები - ეკატერინე მაჩიტიძე და დავით საღინაძე, ასევე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროფესიული განათლების დეპარტამენტის უფროსი თამარ კვინიკაძე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203