მახათაურის საჯარო სკოლის პირველკლასელმა პირველი ნერგი დარგო
23-10-2026

ირაკლი ბაზაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახათაურის საჯარო სკოლის ეზოში პირველი კლასის მოსწავლე ანდრია ხვედელიძემ გარემოსდაცვითი პროგრამის - „ჩემი პირველი ნერგი" , ფარგლებში, მარადმწვანე მცენარე წყავი დარგო. 

„ჩემი პირველი ნერგი“ არის საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული ყოველწლიური გარემოსდაცვითი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის მასშტაბით 41 000-ზე მეტი პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავს. 
პროგრამა ოფიციალურად 22 ოქტომბერს დაიწყო და ერთი თვე გაგრძელდება. 

„აღნიშნული პროექტი აყალიბებს გარემოზე პასუხისმგებელ მომავალ თაობას“,- აღნიშნავენ სკოლაში და პროექტის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.

აღსანიშნავია, რომ ირაკლი ბაზაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახათაურის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხსმგებლობის ამაღლებას განსაკუთრებული ყურადრება ექცევა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203