
2026-2027 სასწავლო წლის დაწყებიდან დღემდე სასკოლო ფორმებით მხოლოდ პირველკლასელები დადიან. თავიდნვე განიმარტა, რომ ამ დაწყებითი საფეხურის დანარჩენი მოსწავლეები ეტაპიბრივად მიიღებდნენ უნიფორმებს. მაშინვე დასახელდა ვადებიც:
„სასკოლო ფორმების ჩინეთიდან საქართველოში მოწოდება სამ ეტაპად განხორციელდება:
I ეტაპი – 25 აგვისტო;
II ეტაპი – 15 ოქტომბერი;
III ეტაპი – 30 ნოემბერი“, - აღინიშნა ოფიციალურინფორმაციაში, დღეს კი 23 ოქტომბერია და ფორმების შესახებ კვლავ არაფერი ისმის. ვრცელდება სხვადასხვა დაუდასტურებელი ინფორმაციაც, მათ შორის, ამბობენ, შესაძლოა წელს საერთოდ ვერ მოესწროს ჩამოტანაო...
საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, etaloni.ge განათლების სმაინისტროს დაუკავშირდა კითხვით: როდის მიიღებენ დანარჩენი კლასის მოსწავლეებიც უნიფორმებს?
უწყების განმარტებით, სასკოლო ფორმების მიწოდების მეორე ეტაპი ნოემბრის პირველი რიცხვებიდან დაიწყება და ტანსაცმელი ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება.
„ნოემბრის დასაწყისიდან მშობლებს უკვე ექნებათ შესაძლებლობა, თავად შეიძინონ სასურველი სასკოლო ფორმები სპეციალურ სარეალიზაციო პუნქტებში“, - აღნიშნეს სამინისტროში.