როდიდან დაიწყება ანბანის სწავლება სკოლებში და როდის ექნებათ მასწავლებლებს ქართულის სახელმძღვანელოს მეორე ნაწილი - განმარტება
24-10-2026

ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, მშობლიური ენის შესწავლა რამდენიმე თანმიმდევრულ  ეტაპად იყოფა. საჯარო სკოლებში 15 სექტემბრიდან იწყება წინასაანბანო პერიოდი, რომელიც დაახლოებით 1.5-დან 2 თვემდე გრძელდება.

ამ დროს აქცენტი კეთდება მხოლოდ ზეპირმეტყველებაზე, მოსმენაზე, ფონოლოგიურ აღქმაზე (ბგერების გარჩევა სიტყვაში) და ხელის მოტორიკის მომზადებაზე (ხაზების გავლება, გაფერადება).

ოქტომბრის ბოლოდან კი იწყება უშუალოდ ასო-ბგერების სწავლება, რომელიც ძირითადად ეფუძნება იაკობ გოგებაშვილის „დედაენის“ მეთოდოლოგიურ პრინციპებს. ბავშვმა უნდა ისწავლოს ასოს ცნობა, მისი სწორი ჟღერადობა და გრაფიკული მოხაზულობა, ასევე ნასწავლი ასოებით მარცვლებისა და სიტყვების გადაბმით კითხვა.

ასე რომ, წესით სკოლებში ანბანის შემობრძანების დროა, თუმცა მასწავლებლები ერთგვარ გაუგებრობაში აღმოჩნდნენ: მათ არ აქვთ სახელმძღვანელო, უფრო სწორად მშბლიური ენის სახელმძღვანელოს მეორე ნაწილი, რომელიც სამინისტრომ შეადგინა, პირველი ნაწილი კი მხოლოდ წინასაანბანო პერიოდს მოიცავს.

როდის უნდა დაიწყონ აბანის სწავლება და როდის მიიღებენ ქართული ენის პირველის კლასის სახელმძღვანელოს მეორე ნაწილს მასწავლებლები? - აღნიშნული კითხვებით etaloni.ge -მ განათლების სამინისტროს მიმართა.

საგანმანათლებლო რესურსების ცხელ ხაზზე გვიპასუხეს, რომ მასწავლებლები პირველი კლასის ქართულის სახელმძღვანელოს მეორე ნაწილს ნოემბრის შუა რიცხვებიდან მიიღებენ:

„სავარაუდოდ, 15 ნოემბრიდან სახელმძღვანელო უკვე ხელმისაწვდომი იქნება და პედაგოგებს შეეძლებათ ანბანის სწავლება დაიწყონ“, - განგვიმარტეს უწყებაში.

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203