
დავით სარაჯიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N16 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება წახალისებული და მხარდაჭერილია, მათი მიღწევები კი საამაყო.
აღსანიშნავია, თომა ჩაგელიშვილის ბრწყინვალე მიღწევები.
სკოლის IXგ კლასის მოსწავლე თომა ჩაგელიშვილმა 2026 წლის 24 მაისს იასპარეზა კიკბოქსინგის ჩემპიონატზე და გახდა Road to Max Fight-ის ისტორიაში პირველი ჩემპიონი, 40 კილოგრამ წონით კატეგორიაში .
ამავე წელს მან ბათუმში გამართულ ქართული ტრადიციიდან აღდგენილი საბრძოლო ხელოვნებაში, კრიობაში, მოიპოვა გამარჯვება, 45 კილოგრამ წონით კატეგორიაში.
მისი პროფესიონალური რეკორდია 1:0, ხოლო ამატერული რეკორდი ასევე 1:0.
„ვუსურვებთ, თომას შემდგომ წარმატებებს“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეს ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ.