თბილისის N16 სკოლის მე-4 კლასელები, სასწავლო პროექტის ფარგლებში“, გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმს სტუმრობდნენ 
26-10-2026

დავით სარაჯიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N16 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მათი თვალსაწიერის გაფართოებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

IVბ კლასის მოსწავლეებმა მე და საზოგადოებაში თემის - „მუზეუმის“ შესწავლის ფარგლებში ნახეს გიორგი ლეონიძის მოთხრობების მიხედვით გადაღებული ფილმი - „ნატვრის ხე“.

სასწავლო პროცესის მიღმა კი დაიგეგმა ექსკურსია მწერლის სახლ-მუზეუმში. მოსწავლეები გაეცნენ გარემოს, სადაც ცხოვრობდა და მოღვაწეობდა გიორგი ლეონიძე.

მოსწავლეებისვის მუზეუმში ვიზიტი მეტად საინტერესო აღმოჩნდა. მწერლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ცოდნა გაიმდიდრეს და ექკურსიიდან დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, აქტივობის მიზანია მოსწავლეებს განუვითარდეთ სოციოკულტურული უნარ-ჩვევები, გააცნობიერონ ეროვნული საგანძურის დაცვისა და პატივისცემის მნიშვნელობა.

სასწავლო პროცესს პედაგოგი: ს.ხელაძე ხელმძღვანელობდა. 

ვიდეო იხილეთ ბმულზე:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203