
27 ოქტომბერს საქართველოში მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნება, რომელსაც გელა ბელაუსოვის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაბერეჟოულის საჯარო სკოლაში ტრადიციულად განსაკუთრებულად ეხმიანებიან.
დღესასწაული მთელ სასკოლო საზოგადოებას და არაერთ აქტივობას აერთიანებს, რომელთა მიზანი პედაგოგთა ღვაწლის აღნიშვნა და მათი შრომის აღნიშვნაა.
სკოლაში ამ ღირსშესანიშნავ თარიღთან დაკავშირიებით ლამაზი ვიდეორგოლი მომზადდა, რომელიც ნათლად გადმოსცემს იმ ჯანსაღ, ურთიერთპატივისცემასა და სითბოსა და სიყვარულზე დაფუძნებულ გარემოს, რაც სკოლაშია შექმნილი.
„მადლობა, იმ ადამიანებს, რომლებიც მომავალს ქმნიან!
,„მასწავლებელო,
მასწავლებლობას
გმირობად გითვლის ერი!“,- აღნიშნავენ სკოლაში და ვიდეორგოლს გვიზიარებენ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში მასწავლებლის ეროვნული დღე 2023 წლიდან აღინიშნება. თარიღი, ქართველი პედაგოგის, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტისა და საბავშვო მწერლის - იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს უკავშირდება.
იხილეთ ვიდეო: