
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ გამოღმა არგვეთის საჯარო სკოლაში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავი აღინიშნა.
ამ მნიშვნელოვან თარიღს 22 ოქტომბერს საინტერესო საგანმანათლებლო-შემოქმედებითი ღონისძიება მიეძღვნა.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია - ,,ქრისტიანობა-ისტორია და კულტურული მემკვიდრეობა“.
მათ შეახსენეს დამსწრე საზოგადოებას, რომ ქრისტიანობის 1700 წლისთავი მხოლოდ წარსულის გახსენებას არაა - ესაა ჩვენი ისტორიის დაფასება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და მომავალი თაობებისათვის მისი გადაცემა.
„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“,- აღნიშნეს მოსწავლეებმა და ასევე წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები და საგალობლები.
იხილეთ ფოტოები: