თბილისის N16 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები წესების სრული დაცვით წარიმართა
23-10-2026

დავით სარაჯიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N16 საჯარო სკოლაში, 12 ოქტომბერს, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა.

არჩევნებში მონაწილეობდნენ ამავე საფეხურის თვითმმართველობის წევრი მოსწავლეები.

პროცესი დემოკრატიულად და გამჭირვალედ, წესების სრული დაცვით  წარიმართა.

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, კლასების მიხედვით თანაბარი წარმომადგენლების პრინციპის მიხედვით.

სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა არის სკოლის არჩევითი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მოსწავლეთა ჩართულობას სკოლის მართვასა და გადაწყვეტილების მიღებაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203