
დავით სარაჯიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N16 საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგთა მხარდაჭერითა და წახალისებით, აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა საგნობრივ კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ინიციატივაში და წარმატებით წარმოაჩენენ ცოდნასა და შესაძლებლობებს.
მოსწავლეებმა ამჯერად, ოლიმპიადა ,,ევერესტში“ ისახელეს თავი. IIIგ კლასის მოსწავლეებს - ბარბარე გაბრუაშვილსა და მაქსიმე გულბანს მიღწეული წარმატებისთვის დიპლომები გადაეცათ.
სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა წარმატება და მათ ცოდნის მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„ოლიმპიადა საშუალებას აძლევს მოსწავლეებს სასკოლო საგნებში წარმოაჩინონ შესაძლებლობები. ჩვენი სკოლის მოსწავლეები მასში აქტიურად მონაწილეობენ.
ამის დასტური ის სიგელები და სერტიფიკატებია, რომლებიც მათ ღირსეულად დაიმსახურეს“,- აღნიშნავენ სკოლაში.