თბილისის N154 სკოლაში შეხვედრა-ტრენინგი ჩატარდა - უნივერსიტეტის პროფესორმა თბილისის N154, N14 და N115 სკოლების მოსწავლეებს მენეჯერის პროფესია გააცნო 
23-10-2026

19 ოქტომბერს, თბილისის N154 საჯარო სკოლაში პროფორიენტაციის განსაზღვრაში მოსწავლეთა დახამრების მიზნით საინტერესო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა-ტრენინგი ახალგაზრდობის სააგენტოს „სასკოლო მოხალისეობის ფესტივალის“ ფარგლებში, ფინალურ ეტაპზე მოასპარეზე გუნდის ინიციატივით შედგა და მიეძღვნა მიმდინარე პროექტის თემას - „ორიენტირი” (პროფორიენტაცია).

„შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ პროფესორმა, მაკა ბუღულაშვილმა მოსწავლეებს საინტერესო, ჯგუფური აქტივობების საშუალებით გააცნო მენეჯერის პროფესია. ტრენინგსა და ჯგუფურ აქტივობებში ასევე მონაწილეობდნენ თბილისის N14 და თბილისის N115 საჯარო სკოლების მოსწავლეები.

შეხვედრა გამოირჩეოდა მაღალი აქტივობითა და ჩართულობით.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის დირექცია და პედაგოგები, ასევე გუნდის ადგილობრივი მენტორი - ირმა გაჩეჩილაძე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203