„მადლობა, ამ ძვირფასი ვიზიტისთვის, მხარდაჭერისა და პროფესიული თანამშრომლობისთვის!“- თბილისის N142 სკოლაში პროფესორებს უმასპინძლეს
23-10-2026

თბილისის N142 საჯარო სკოლაში დიდი სიხარულითა და პატივისცემით უმასპინძლეს საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის ღვაწლმოსილ წევრებს - პროფესორებს -  ლუბა ბიბილეიშვილს და ინდირა ძაგანიას.

შეხვედრა წარიმართა უკიდურესად თბილ, მეგობრულ და საქმიან ატმოსფეროში. 

შეხვედრის მოაწილეებმა განიხილეს სკოლის განვითარების სამომავლო გეგმები, პერსპექტივები და ინოვაციური მიმართულებები.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საუბარი ევროპის სკოლებთან სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების პერსპექტივებზე, რაც ახალ ჰორიზონტებს გაუხსნის მოსწავლეებსა და პედაგოგებს.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის სტუმრებს საინტერესო ვიზიტისა და თანამშრომლობისთვის. 

„მართლაც, გამორჩეული და მნიშვნელოვანი დღე ჰქონდა ჩვენს სკოლას! 

დიდი მადლობა, ქალბატონ ლუბას და ქალბატონ ინდირას ამ ძვირფასი ვიზიტისთვის, მხარდაჭერისა და პროფესიული თანამშრომლობისთვის!
გვჯერა, რომ წინ ძალიან საინტერესო და წარმატებული ნაბიჯები გველის“,-აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203