გამოქვეყნდა მთავრობის დადგენილება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.
დოკუმენტის თანახმად, განათლების სამინისტრომ უნდა გამოისყიდოს უძრავი ქონება (მიწა - საკადასტრო კოდი: N 01.72.13.483.002): „უძრავი ქონების გამოსყიდვა განისაზღვროს განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისა და საზოგადოებრივი საჭიროებისათვის აუცილებელ პროექტად“.
გარდა ამისა, სამინისტროს მიეცა უფლება, გამოსყიდვის ხელშეკრულებას ხელი მოაწეროს სახელმწიფოს სახელით.
„საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, შესაბამისი უძრავი ქონების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სარგებლობის უფლებით გადაცემის მიზნით,
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება“, - ნათქვამია დადგენილებაში.
სრული დოკუმენტი იხილეთ ბმულზე.