
ქუთაისის N38 საჯარო სკოლის მოსწავლეები უცხოურ ენებს საინტერესო და სახალისო აქტივობებით სწავლობენ. ამის ნათელი მაგალითია მე-10 კლასებში მოწყობილი ორთაბრძოლა.
მე-10 კლასებში, ჩატარდა გემრიელი რუსულენოვანი პროექტი, სახელწოდებით „კულინარიული ორთაბრძოლა“.
მოსწავლეებმა სახლში მოამზადეს სხვადასხვა საინტერესო კერძი, თავიანთი კულინარიული პროცესი ვიდეოზე გადაიღეს და კლასში თანაკლასელებსა და მასწავლებელს გაუზიარეს.
პრეზენტაციამ ჩაიარა პოზიტიურ და მეგობრულ ატმოსფეროში, რომლის დევიზიც იყო: „ვამზადებთ სიყვარულით, ერთმანეთს ვეჯიბრებით სიამოვნებით“.
პროექტს პედაგოგი შორენა სოხაძე ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები: