მერენიის საჯარო სკოლის მოსწავლეებს საგნობრივ ოლიმპიადაში მიღწეული წარმატებისთვის სერტიფიკატები გადაეცათ
23-10-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მერენიის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებასა და კონკურსში წახალისებული და მხარდაჭერილია, რაც ბავშვების მოტივაციასა და მიღწევებზე აისახება.

ახლახან, მოსწავლეები „კინგსის“ ოლიმპიადაში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდნენ.

პედაგოგებმა ბავშვებს მიღწეული წარმატება მიულოცეს და სერტიფიკატები გადასცეს.

„მოსწავლეების წინსვლისთვის ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ  მოსწავლეთა წარმატება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203