„ვიცნობდეთ და ვაფასებდეთ მშობლიურ ღირსშესანიშნაობებს“- მახათაურის საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი გასვლითი გაკვეთილი
23-10-2026

21 ოქტომბერს, ირაკლი ბაზაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახათაურის საჯარო სკოლის მე-6-მე-7 კლასების მოსწავლეებს შთამბეჭდავი გასვლითი გაკვეთილი (საგანი - საქართველოს ისტორია და ჩვენი საქართველო) ჩაუტარდათ.

მოსწავლეები პედაგოგ ინგა გელაშვილის ხელმძღვანელობით, მახათაურის თედორწმიდის შუა საუკუნეების ტაძარს სტუმრობდნენ.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, გასვლითი გაკვეთილის მიზანი იყო, შესწავლილი თემის - „საქართველოს კუთხეები“ ფარგლებში, იმერეთის ნაკლებადცნობილი ღირშესანიშნაობის ადგილზე მონახულება და შემეცნება.

მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ იმერეთის მხარის შესწავლისას სახელმძღვანელოში ცნობილ ძეგლებს გელათი, ბაგრატი, კაცხის სვეტი და ა.შ. სწავლობენ, ამ დროს კი ხშირად არ იცნობენ მშობლიური სოფლის ღირსშესანიშნაობებს.

ამიტომ მასწავლებლის დახმარებით მათ მოინახულეს მახათაურის თედორწმიდის შუა საუკუნეების ტაძარი. გასვლითი გაკვეთილი მათთვის მეტად საინტერესო და სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203