
ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეები დემოკრატიულ ღირებულებებზე იზრდებიან.
2024 წლიდან სკოლა ევროპის საბჭოს (Council of Europe) მასშტაბურ პროექტში -„დემოკრატია იწყება სკოლაში“ აქტიურად არის ჩართული.
ინიციატივა მიზნად ისახავს VII-XII კლასის მოსწავლეების, მასწავლებლებისა და მშობლების ჩართულობის გაძლიერებას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
16-19 ოქტომბერს, ქობულეთში, სასტუმრო georgian palace hotel-ში გაიმართა პროექტის შემაჯამებელი კონფერენცია, რომელსაც საქართველოს 42 საჯარო სკოლა და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, უილიამ მასოლინი ესწრებოდა.
სკოლის დელეგაციამ (ნათია სულავა - სკოლის დირექტორი; ნათია ნამიჭეიშვილი - სამოქალაქო განათლების მასწავლებელი; ნინო ფერაძე -მოსწავლე; ნატალი ცნობილაძე - მოსწავლე) აქტიური მონაწილეობა მიიღო გამოცდილების გაზიარებასა და სამომავლო ინიციატივების დაგეგმვაში.
„დიდი მადლობა ჩვენი სკოლის ფასილიტატორს, რუსუდან ლომთაძეს დაუღალავი შრომისა და მხარდაჭერისთვის!“- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: