
მასწავლებლის სახლის ვებგვერდზე, სკოლაში დასაქმების მსურველებისთვის ახალი ვაკანსიები გამოცხადდა. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ახალი კადრების მიღებას აცხადებენ სპეციალური მასწავლებლის, სხვადასხვა საგნის პედაგოგების, სკოლის ექიმისა და სხვა პოზიციებზე.
ვაკანსიის გვერდზე გადასვლილას თქვენ იხილავთ კონკრეტული სკოლების მიერ გამოცხადებ კონკურსებს. თქვენთვის სასურველი კონკურსის არჩევის შემდგომ, ნახვათ, რამდენი ვაკანსია აქვს კონკრეტულ ადგილზე გამოცხადებული სკოლას, რა კვალიფიკაციის ადამიანს ეძებს, თუ მასწავლებელი ხართ, ნახავთ რამდენსაათიანი დატვირთვა გექნებათ, რომელი კლასებში მოგიწევთ გაკვეთილის ჩატარება და ა.შ.
აღსანიშნავია ისიც, რომ ვაკანსიები გამოცხადებულია როგორც დედაქალაქის, ასევე სხვა ქალაქებისა და რეგიონების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.