სწავლა თამაშით, ცოდნა სიხარულით და საინტერესო თავგადასავლებით - ორბელის საჯარო სკოლის მე-3 კლასელთა ინგლისური ენის სახალისო გაკვეთილი
22-10-2026

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინგლისურ ენას საინტერესო და სახალისო აქტივობებით სწავლობენ. 

ამის ნათელი მაგალითია მე-3 კლასში მოწყობილი ჩაის მხიარული წვეულება. 

მე-3 კლასელ მოსწავლეებთან ინგლისური ენის გაკვეთილზე განსაკუთრებული და სახალისო აქტივობა - „Tea Party“ გაიმართა.

მოსწავლეებმა ინგლისურ ენაზე მოაწყვეს ჩაის წვეულება და წარმოადგინეს თემატური ინსცენირება, რომლის ფარგლებშიც როლური თამაშების საშუალებით გაითამაშეს ჩაის წვეულებასთან დაკავშირებული სიტუაციები.

მათ ხალისით გამოიყენეს ინგლისური ენის გაკვეთილზე ნასწავლი სიტყვები და ფრაზები, ივარჯიშეს დიალოგებში, კომუნიკაციასა და მეტყველებაში.

აქტივობას ესწრებოდნენ მოწვეული მშობლები, სკოლის დირექტორი და მასწავლებლები, რომლებმაც მოსწავლეთა მონდომება, შემოქმედებითობა და ინგლისურ ენაზე კომუნიკაციის უნარები შეაფასეს.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ასეთი სახალისო და ინტერაქტიული აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში უცხო ენისადმი ინტერესის გაღვივებას, თავდაჯერებულობის ამაღლებასა და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებას.  

„სწავლა თამაშით, ცოდნა სიხარულით და ინგლისური ენა - საინტერესო თავგადასავლებით! მადლობა ჩვენს პატარა მონაწილეებს აქტიურობისთვის, შემოქმედებითი მიდგომისა და დაუვიწყარი ემოციებისთვის!“,- დასძენენ სკოლაში. 

 
ვიდეო იხილეთ ბმულზე:
 
ვიდეო იხილეთ ბმულზე:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203