„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...
22-10-2026

პროგრამის - „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში განაცხადების მიღება დასრულდა და ახლა გასაუბრების ეტაპი დაიწყება. ცნობილია, რომ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის სკოლებისთვის 80 კადრი უნდა შეირჩეს, რომლებიც ანაზღაურებას სკოლიდანაც მიიღებენ და მასწავლებლის სახლიც გადაუხდის ხელფასს.

„გვაქვს სკოლები, სადაც შეიძლება საგნის მასწავლებელი არ არსებობდეს, ან ასწავლიდეს არაკვალიფიციური სპეციალისტი...“

პროგრამის შესახებ გთავაზობთ განათლების მინისტრის განმარტებებს:

„სწავლა სწავლების უწყვეტობა და მაღალი სტანდარტის სასწავლო პროცესის წარმართვა ზოგადი განათლების რეფორმის პრიორიტეტული მიმართულებაა. ამ კუთხით გვაქვს გამოწვევები მაღალმთიან რეგიონებში, ასევე მოშორებით მდებარე ბარის სოფლებში, სადაც გარკვეული საგნობრივი დისციპლინების მიმართულებით მასწავლებელთა ნაკლებობას განვიცდით;  პროგარა „ასწავლე საქართველოსთვის“.

მისი მიზანია სკოლებისთვის მასწავლებელთა შერჩევა დროებით, სანამ იქ ადგილობირივი კადრი არ დასაქმდება. აღნიშნული პედაგოგები ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებენ, რაც ერთგვარი წახალისებაა მათთვის“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203