
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავარძეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის შთამბეჭდავი, სასწავლო-შემეცნებითი გასვლითი ღონისძიება მოეწყო.
19 ოქტომბერს, ნავარძეთის საჯარო სკოლის მე-4 კლასელებმა დაუვიწყარი დღე გაატარეს - ესტუმრნენ კაცხის სვეტს, იმ საოცარ ადგილს, სადაც ბუნების დიდებულება და სულიერი სიმშვიდე ერთმანეთს ერწყმის.
მოსწავლეებმა საკუთარი თვალით იხილეს საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული სიწმინდე, შეიგრძნეს მისი იდუმალი სილამაზე და გაეცნენ მის ისტორიას.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, განსაკუთრებული სითბოთი წარიმართა შეხვედრა მამა იოანესთან, რომლისგანაც ბავშვებმა საინტერესო ამბები და სულიერი სიბრძნით გაჯერებული დარიგებები მოისმინეს.
იხილეთ ფოტო: