
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავარძეთის საჯარო სკოლის ამაგდარი მასწავლებლის - იზოლდა გოგოლაძის პედაგოგიური ღვაწლი საზეიმოდ აღინიშნა.
მას ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაზე მადლობის სიგელი საზეიმოდ გადაეცა.
სკოლაში ახარებთ პედაგოგის შრომის დაფასება და მას კიდევ მრავალი ღირსეული და განათლებული თაობის აღზრდას უსურვებენ.
„მასწავლებლობა მხოლოდ პროფესია არ არის, ეს დიდი შრომის, მოთმების, ზრუნვის, სიყვარულის და მომავლის რწმენის პროფესიაა.
მადლობა, თითოეულ მასწავლებელს სითბოსთვის, სიყვარულისთვის, გაწეული ამაგისთვის. გისურვებთ დაფასებას, სიხარულსა და უამრავ წარმატებულ თაობას!
განსაკუთრებული სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავთ ნავარძეთის საჯარო სკოლის ღვაწლმოსილ პედაგოგს, იზოლდა გოგოლაძეს, დღევანდელ დღეს, მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მიერ გადაცემულ ჯილდოს.
ეს ჯილდო მისი მრავალწლიანი შრომის, ერთგულებისა და პედაგოგიური ღვაწლის ღირსეული დაფასებაა.
ვულოცავთ ქალბატონ იზოლდას ამ დამსახურებულ აღიარებას და ვუსურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და კიდევ მრავალ სასიხარულო დღეს!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: