თბილისის N103 სკოლის მოსწავლე ლუკა ბოიკომ კიოკუშინ კარატეში, ევროპის ჩემპიონატზე პირველი ადგილი მოიპოვა
22-10-2026

თბილისის N103 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება მხარდაჭრილია, მათი მიღწევები კი საამაყო.

ამჯერად, სკოლაში Xგ კლასის მოსწავლის სპორტული წარმატებით ხარობენ.

Xგ კლასის მოსწავლე, ლუკა ბოიკო იმყოფებოდა გერმანიაში, ქალაქ შვაინფურტში, სადაც გაიმართა ევროპის ჩემპიონატი-კიოკუშინ კარატეში.

 ლუკამ მოიპოვა პირველი ადგილი.

 სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ.

 „103-ე საჯარო სკოლა ულოცავს მას გამარჯვებას და უსურვებს კიდევ უამრავ წარმატებას!“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203