საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები
23-10-2026

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ ბავშვებში კოკსაკის ვისრუსის გავრცელებასთანდ აკავშირებით განმარტებები გააკეთა და აღნიშნა, რომ აქტიურობის პიკი ოქტომბრის ბოლოა, ნაკლებად ახასიათებს გართუება და როგორც წესი, 7-10 დღეში ეს ვირუსი თავისით ალაგდება.

მისივე თქმით, არანაირი კოკსაკის ვირუსის „აფეთქება“ ან მატება საქართველოში, ან მსოფლიოს რომელიმე ქვეყანაში არ არის.

„სტატისტიკის თანახმად, კოკსაკის აქტიურობის პიკი, ოქტომბრის ბოლოა. როგორც წესი, ზაფხულის განმავლობაში და ადრეულ შემოდგომას ფიქსირდება. ზამთარში მისი აქტიურობა მინიმალურია. კოკსაკის ვირუსი ბოლო პერიოდში გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი. არანაირი „აფეთქება“ ან მატება მსოფლიოს რომელიმე ქვეყანაში არ არის. ამ ვირუსის საწინააღმდეგო სპეციფიკური საშუალება არ არსებობს, მისი მართვა ხდება დამხმარე თერაპიით: სიცხის საწინააღმდეგო საშუალებები, სითხის მიღება და კანის მოვლა. როგორც წესი, 7-10 დღეში ეს ვირუსი თავისით ალაგდება. ნაკლებად ახასიათებს გართულება. უფრო ნაკლები სიმძიმისაა. კოკსაკის ვირუსი 5 წლამდე ასაკის ბავშვებში ყველაზე მეტად არის გავრცელებული და აქედან გამომდინარე, სწორედ ბაღშია მისი შემთხვევა ყველაზე მეტი“, - აღნიშნა ჩხაიძემ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203