
ზურაბ იარაჯულის სახელობის ქალაქ თბილისის N106 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება წახალისებული და მხარდაჭერილია, მათი მიღწევები კი საამაყო.
ამჯერად, სკოლაში მე-2 კლასელი ალექსანდრე თამაზაშვილის სპორტული წარმატებით ხარობენ.
სკოლის მე-2ე კლასის მოსწავლე ალექსანდრე თამაზაშვილმა, ძიუდოს კლუბ „ჯორჯიას “ მიერ ჩატარებულ სალიცენზიო შეჯიბრში გაიმარჯვა და დაეუფლა პირველ ადგილს.
სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და სპორტული მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„ვულოცავთ, მიღწეულ წარმატებას, ვუსურვებთ წინსვლას!!!“,- აღნიშნავენ სკოლაში.