თბილისის N106 სკოლის მოსწავლეებისთვის პროკურორმა მძიმე კრიმინალური დანაშაულის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართა
22-10-2026

ზურაბ იარაჯულის სახელობის ქალაქ თბილისის N106 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით, კი არაერთი ღონისძება იმართება.

29 სექტემბერს, სკოლის საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრამ საქართველოს პროკურატურის წარმომადგენელს უმასპინძლა. შეხვედრაზე პროკურორმა - კობა კეკენაძემ სკოლის მოსწავლეებს დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია ისეთ დანაშაულებზე, როგორიცაა „ქურდული სამყაროს“ წევრობა, მისი საქმიანობის მხარდაჭერა და „კანონიერი ქურდისადმი“ მიმართვა.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კრიმინალური მენტალიტეტის წინააღმდეგ ბრძოლას, შესაბამის სამართლებრივ პასუხისმგებლობას და კანონით გათვალისწინებულ სასჯელებს.

 საინფორმაციო შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. მოსწავლეების მიერ დასმულ კითხვებს პროკურორმა ამომწურავი პასუხები გასცა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203